ოფიციალურად: მოურინიო გაათავისუფლეს

წითელი ეშმაკების მთავარი მწვრთნელის პოსტს ჟოზე მოურინიო აღარ იკავებს.

მანჩესტერის ხელმძღვანელობა უკმაყოფილოა ,,წითელი ეშმაკების" ამჟმინდელი მდგომარეობით,ინგლისის პრემიერლიგაში 17 ტურის შემდეგ გუნდს მხოლოდ 26 ქულა აქვს და 6 ადგილს ჯერდება ხოლო რაც შეეხება ბურთების შეფარდებას ასე გამოიყურება მაჩვენებელი: 29 გატანილი 29 გაშვებული.

როგორც პრესაში იწერება, დროებითი მწვრთნელის სტატუსით წითელი ეშმაკების ექს ფეხბურთელი მაიკლ კერიკი იქნება.2006-2018 წლებში ირიცხებოდა მანჩესტერ იუნაიტედში 2018 წელსვე დაასრულა საფეხბურთო კარიერა და უმალვე დაიწყო სამწვრთნელო კარიერა.

ჟოზე მოურინიო კი დარჩა სამსახურის გარეშე თუმცა,მისი ბიუჯეტი საგრძნობლად შეივსება. წითელი ეშმაკების ხელმძღვანელობა ვალდებულია მას გადაუხადოს ის თანხა რაც მისივე კონტრაქტში იყო გაწერილი იმ შემთხვევისთვის თუ ვადამდე ადრე გაათავისუფლებდნენ ეს თანხა კი დაახლოებით 22 მილიონ ფუნტს შეადგენს რაც 26 მილიონი დოლარია.

პრესაში გავრცელებული ინფორმაციით ჟოზე მოურინიოს შემცვლელის ვინაობა უახლოეს დღეებში იქნება ცნობილი.